2021 წლის პირველ ნახევარში ქართულმა ბანკებმა 1 მილიარდი ლარის მოგება მიიღეს

საქართველოში მოქმედმა ბანკებმა 2021 წლის პირველ ნახევარში 1.06 მილიარდი ლარის მოგება მიიღეს – ამის შესახებ მათ მიერ ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური მონაცემებიდან ირკვევა. ბანკების მოგება სებ-ის პროგნოზთანაც თანხვედრაშია, რადგან ივნისში ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ განაცხადა, რომ წელს ქართული საბანკო სისტემა სავარაუდოდ “საკმაოდ სოლიდურ მოგებაზე გავა”. კონკრეტული თვეების განმავლობაში მოგების მაჩვენებელი ასეთი იყო: იანვარი – 113.4 მილიონი ლარი; თებერვალი – 132 მილიონი ლარი; მარტი – 166.3 მილიონი ლარი; აპრილი – 173 მილიონი ლარი; მაისი – 204 მილიონი ლარი; ივნისი – 294.6 მილიონი ლარი. მთლიანობაში 2021 წლის 6 თვეში ბანკებმა მთლიანი შემოსავლის სახით 2.87 მილიარდი ლარი მიიღეს, შედარებისთვის ეს თანხა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25%-ით მეტია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share