დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე:
პირბადე ყველა დახურულ შენობაში – მოეშვა ხალხი.
ასევე, შემოდის რეგულაცია, რომ ღია სივრცეებში, იქ სადაც იკრიბებით 5-6 ადამიანი, ყველას უნდა გვეკეთოს პირბადე და მთავარი, ყველა წავიდეთ და ავიცრათ. თუ ასე გაგრძელდა გაუარესება, რა თქმა უნდა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი შევა საბჭოში რეკომენდაციით, კიდევ უფრო გამკაცრებაზე.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 37 627 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 2 415 ახალი შემთხვევა.