1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0950 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0950 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0962 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6437 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6492 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0055 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.