ეს უკვე ფსიქიატრიაა… ასეთი სიზუსტით არაფერი გადმოსცემს ქართული ოცნების სახეს – ნიკა გვარამია წულუკიანზე

ახტაჯანა ქალს წაგართვი მიკროფონი” – თეა წულუკიანის მიერ “მთავარი არხის” ჟურნალისტისთვის მიკროფონის გამოგლეჯასა და შეურაცხყოფის მიყენებას არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ეხმაურება.

ნიკა გვარამია Facebook-ზე წერს, რომ “ასეთი სიზუსტით არაფერი არ გადმოსცემს ქართული ოცნების სახეს”.

მეგობრებო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს უკვე ფსიქიატრიაა და მართალიც იქნება. მაგრამ, უბრალოდ შეხედეთ ამ არსების ორმაგ სახეს – ჯერ შეშლილი მოძალადის და შემდეგ ცინიკურ ღიმილაწებებული მოძალადის. ასეთი სიზუსტით არაფერი არ გადმოსცემს ქართული ოცნების სახეს, – წერს ნიკა გვარამია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share