ლევან ქათამაძე:
“ასე ცუდად თეატრში თავი არასდროს მიგრძვნია. სენაკში ვარ, შვებულების პირველ დღეს სენაკის აკაკი ხორავას სახელობის თეატრის გახსნა დაემთხვა. დარბაზში უცებ ატყდა ჩოჩქოლი. თეა წულუკიანმა მთავარი არხის ჟურნალისტს ემა გოგოხიას წაართვა მიკროფონი. ყველფერი აქ არ დასრულებულა, სპექტაკლის შემდეგ, წულუკიანი სცენაზე ავიდა მთავარი არხის მიკროფონით და აფრქვია სიძულვილი. ასეთ დროს, როდესაც მედიაზე არნახული თავდასხმა მიდის, კულტურის მინისტრი სცენიდან დარბაზში მსხდომ მაყურებელს თხოვდა ტაში დაეკრათ ბიძინასთვის და შესძახა: “გაუმარჯოს ბიძინას! ესენი ვერასდროს დაბრუდებიან” . სამარცხვინო კულტურის მინისტრი გვყავს და უფრო სამარცხვინოები ხართ კულტურის მუშაკები, დიახ მუშაკები, რომლებიც ტაშს უკრავდით მინიტრის უნიჭო პერფომანსს”.