“თავისთავად ვიღებთ პასუხისმგებლობას, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტი არასასწავლო დროს, არა სასკოლო პროცესისას მოხდა, მაინც ამ ყველაფერს ადგილი ჰქონდა სკოლის საკომპიუტერო კაბინეტში, თავისთავად თუ სასამართლო ბრალს დაუმტკიცებს ჩვენ გავუწყვეტთ კონტრაქტს პ[ედაგოგს და ვიმოქმედებთ არსებული კანონმდებლობის ფარგლებში”
უთხრა “გურიის მოამბეს” ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსმა, შორენა სიხარულიძემ, ჩოხატაურის პირველ საჯარო სკოლაში მომხდარი ინცინდენტის კომენტირებისას.
ცნობისათვის: ჩოხატაურის პოლიციამ ამ დღეებში აღნიშნული საჯარო სჯოლის 64 წლის ისტორიის მასწავლებელს, აბიტურიენთთანმ რომელიც ამავე სკოლის მოსწავლე იყო, სექსუალური ძალადობის მაგვარი ქმედების გამო ბრალი წაუყენა.
გუშინ გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ ამის საპასუხოდ გოგონას ახლობლებმა პედაგოგი გაიტაცეს და ცემეს.