„ალბათ, გამაგებინებენ, არ დამტოვებენ ასე“ – ვისზე აპირებს „ოცნება“ ოზურგეთში ფსონის დადებას და რატომ ჩახსნეს ღურჯუმელიძე

„ქართული ოცნება“ ოზურგეთში მერობის კანდიდატის ძებნას განაგრძობს. როგორც ცნობილია, ოზურგეთის მოქმედმა მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ მმართველ გუნდთან გარიგება დადო, რომლის თანახმადაც, ის საკუთარ კანდიდატურას დამოუკიდებლად არ დააყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „ოცნება“ ამ დრომდე შეჯერებულ კანდიდატზე – გიორგი ღურჯუმელიძეზე უარს იტყოდა.

ჩვენი წყარო ამბობს, რომ შარაშენიძეს ღურჯუმელიძესთან პირადი დამოკიდებულებები აკავშირებს და მასთან ანგარიშები აქვს გასასწორებელი:

ღურჯუმელიძე პოლიტიკაში შარაშენიძემ მოიყვანა, მოადგილედ დაისვა, ბევრი რამ
ასწავლა და გზაზე დააყენა, თუმცა, როცა შარაშენიძეს პრობლემები შეექმნა ოცნებასთან და გუნდიდან გაუშვეს, ღურჯუმელიძე სხვა ნავში გადავიდა და შარაშენიძეს, მარტივად რომ ვთქვათ, უღალატა. სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მოქმედ მერს, იგი ძალიან არ მოსწონს და ამის გამო ოცნებასთან გარიგებაში შევიდა. თავის მხრივ,
“ოცნებამაც” დააკმაყოფილა შარაშენიძის მოთხოვნა, ღურჯუმელიძე ჩახსნეს და ახლა ახალი კანდიდატის ძიებაში არიან” –  ამბობს ჩვენი წყარო.

როგორც გავიგეთ ერთ-ერთი კანდიდატი, რომელზეც “ქართულ ოცნებაში” ამჟამად სერიოზულად მსჯელობენ, არჩილ თალაკვაძის ბიუროს ყოფილი უფროსი და მარჯვენა ხელი ლაშა ჭელიძეა.

ჭელიძემ ამ თემაზე პირველად „გურიის მოამბესთან“ ალაპარაკდა და აღნიშნა, რომ ამ დრომდე, მას ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია:

არაფერი ვიცი. მეც გაზეთში წავიკითხე რაღაცეები – გვითხრა ჭელიძემ.

ბატონო ლაშა, „ქართულ ოცნებას“ თქვენთვნის ოზურგეთის მერობის
კანდიდატობა არ შემოუთავაზებია? ჩვენ გვითხრეს, რომ უკვე შემოგთავაზეს და
უარზე ხართ…

მე არ ვიცი სად, ვინ, რას ამბობს – მაგაზე რა გიპასუხო. თუ რამე გავიგე აუცილებლად გაგაგებინებთ, არ დავმალავ. გიდასტურებთ, რომ ამ დრომდე არანაირი ოფიციალური შეთავაზება არ მიმიღია.

რომ შემოგთავაზონ დათანხმდებით?

მაგ თემაზე მიფიქრია და გადაწყვეტილება მიღებული მაქვს მეთქი, რომ გითხრათ, არც აქ ვიქნები მართალი. საერთოდ ვერ ვფიქრობ , მსგავსი შემოთავაზება თუ იქნება რას გადავწყვეტ.

ელოდებით შეთავაზებას?

ასე ვირტუალურად, არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, პასუხი არ მაქვს.

– როცა ასე აქტიურად დაიწყო თქვენს კანდიდატურაზე საუბარი არაფერი
გიკითხავთ? მაგალითად არჩილ თალაკვაძისთვის, რომლის ფავორიტად
მიიჩნევით…

არ მიკითხავს. უბრალოდ, იმას მივაქციე ყურადღება და იმაზე ვფიქრობდი, საერთოდ საიდან მოაქვთ მსგავსი თემები, რომ წერენ. რაც შეეხება დანიშვნას, როცა მე დავინიშნე ბიუროს უფროსად, ჩემზე ადრე თქვენ გაიგეთ ეგ დაპ ოზიტიური განწყობის კომენტარებიც მახსოვს. ახლა თუ მართლა ვინმე ფიქრობს ჩემთან დაკავშირებით რამეს ალბათ, გამაგებინებენ, არ დამტოვებენ ასე – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჭელიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share