“ოცნებაში” მონასტერი აირია – მოქმედი მერი საარჩევნო მარათონში ერთვება?

“ოცნებაში” მონასტერი აირია _ მოქმედი მერი თალაკვაძის წინააღმდეგ ბრძოლას აანონსებს დალაგებული სიტუაცია საგანგაშოდ აირია.

ჩვენი წყაროს ცნობით, ოზურგეთის მოქმედი მერი, რომელიც შეთანხმების თანახმად კანდიდატურას აღარ აყენებდა, საარჩევნო მარათონში ერთვება. როგორც გვითხრეს, კოტე შარაშენიძემ კანდიდატად დადგომა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მმართველმა გუნდმა ოზურგეთის მერობის კანდიდატად ავთანდილ თალაკვაძის კანდიდატურა შეარჩია:

-შარაშენიძეს მმართველ გუნდთან კონკრეტული შეთანხმება ჰქონდა. ის კანდიდატად კონკრეტული პირის დაყენებად ითხოვდა, რაზეც თანხმობა მიიღო, თუმცა, ბოლო წუთს მოვლენები შეიცვალა და თალაკვაძის კანდიდატურამ შარაშენიძეს საარჩევნო ბრძოლაში ჩაბმა გადააწყვეტინა,- გვითხრა წყარომ.

შარაშენიძის ბრძოლაში ჩაბმა, რომ ოცნებაში მონასტერს არევს, ეს ყველასთვის ცხადია. ცხადია ისიც, რომ წინ დიდი ბრძოლებია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ოცნების კანდიდატი ავთო თალაკვაძე გახარიას კანდიდატის გია ცეცხლაძის ახლო მეგობარია, ეს ბრძოლას უფრო ძაბავს. ამას შარაშენიძის ფაქტორს თუ დავუმატებთ, რომელიც ოცნების კანდიდატის უშუალო კონკურენტია, ფაქტია, რომ ოზურგეთში დიდი დაპირისპირებები დაიწყება.

ოცნება რომ ყველაფერზეა წამსვლელი, ამას თალაკვაძის კანდიდატად დაყენებაც ცხადყოფს. როგორც ჩანს მმართველ გუნდს გათვლა სამეგობროს გახლეჩვაზე აქვს, რისი გამოცდილება ოზურგეთს უკვე აქვს, რომელიც არცთუ კარგად დასრულდა.

ცხადია ისიც, რომ ოცნება გახარიას კანდიდატმა ძლიერად შეარყია და შეაშინა.

ჩვენი წყაროს თქმით, საქმეში უკვე ჩაერთო სუსიც, რომელიც კარდაკარ დადის და მმართველი გუნდისთვის ხმების შენარჩუნებას ცდილობს, რომელთა დიდი ნაწილი, როგორც ცნობილია გახარიას გუნდში ინაცვლებს. სწორედ ამ თამაშში შედის ახლა შარაშენიძე, რომელიც გახარიას კანდიდატზე მეტად, ხმებს ოცნების კანდიდატს წაართმევს. ერთი სიტყვით, ოზურგეთში მეტისმეტად ცხელი აგვისტო იწყება, რომელიც, როგორც ჩანს ბევრისთვის ღირსებაზეც კი გაივლის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share