დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლო სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა – ასეთი ამინდია მოსალოდნელი 26 ივლისი დღის ბოლოდან 29 ივლისის დილამდე საქართველოში.
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.