ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე საჭირო გახდეს საველე ჰოსპიტლების მოწყობა. ამის შესახებ ტიკარაძემ ჟურნალისტებთან ტვ პირველის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ თქვა, რომელიც ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვას და ქუჩებში საველე კლინიკების მოწყობის აუცილებლობას ეხებოდა.
არ გამოვრიცხავ, რომ მსგავსი ღონისძიებები საჭირო გახდეს”, – პასუხობს ტიკარაძე.
ტიკარაძემ დაადასტურა, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე გეგმიური ოპერაციები შეწყდა და კლინიკებში პედიატრიული საწოლები დაემატა.
გეგმიური ოპერაციები შეწყდა, მსგავსი დადგენილება გამოვეცით მეორე ტალღის პერიოდშიც, რადგან მნიშვნელოვანია ამ დროს საწოლფონდი მობილიზებული იყოს პანდემიაში ჩასართავად. დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში 50 პედიატრიული საწოლი დაემატა, არცერთი ბავშვი არ დარცება ექიმის მომსახურების გარეშე”, – ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.