“გვაქვს ინფორმაცია, რომ აგვისტო იქნება ის პერიოდი, როდესაც შეეცდებიან ოპოზიციური მედიების გაჩუმებას და დახურვას”

“ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ აგვისტო იქნება ის პერიოდი, როცა შეეცდებიან ოპოზიციური მედიების გაჩუმებას და დახურვას. ჩვენ, ბუნებრივია მუდმივად ვიქნებით მწვავე რეაგირების რეჟიმში, მაგრამ მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ყველა ელჩს, რომელიც საქართველოშია, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, განსაკუთრებით ჟურნალისტურ ორგანიზაციებს, რომ მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იყოს საქართველოს მოძალადე ხელისუფლება. იქნება ეს ფიზიკური ძალადობა, სიტყვიერი ბულინგი თუ იქნება ეს საგადასახადო თუ ადმინისტრაციული რესურსით განხორციელებული ძალადობა, ყველა ეს ფორმა იყოს მუდმივი მონიტორინგის ქვეშ, განსაკუთრებით აგვისტოში და იყოს ხისტი, ადრესირებული და ძალიან მკაფიო განცხადებებით და ქმედებებით”,- თქვა ნიკა გვარამიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share