ქვეყანა “ოცნების” პერიოდში კურსს იცვლის და სრული სიჩქარით მიექანება რუსეთისკენ – ასლი

ბიზნესმენი, საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი, ფადი ასლი “ქართული ოცნების” მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას ეხმაურება და წერს, რომ

“გენიოსმა, რომელსა ჭადრაკში შემდეგი 8 სვლის გათვლა შეუძლია, მისი პარტიის ხელმოწერა გააუქმა ‘მიშელის შეთანხმებაზე’. ზუსტად ასევე, 2019 წელს, სიტყვა უკან წაიღო პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით.

არც ერთი ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ევროკავშირსა და ამერიკას მისი პარტიის წინააღმდეგ არ განაწყობდა, თუ სრული კურთხევა და ‘ტყვიაგაუმტარი’ გარანტია არ აქვს რუსეთისგან მიღებული.

ქართული პარადიგმა შეიცვალა, ქვეყანა ქართული ოცნების პერიოდში კურსს იცვლის და სრული სიჩქარით მიექანება რუსეთისკენ. საერთაშორისო საზოგადოების მხოლოდ გონებრივად სუსტ წევრებს შეიძლება ჯერ კიდევ სჯეროდეთ ქართული ოცნების ლიდერშიდის დაპირებების”, – წერს ფადი ასლი. 

ცნობისთვის, დღეს, 28 ივლისს “ქართული ოცნების” ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე – არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა “მათ კეთილ ნებაზე” იქნება დამოკიდებული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: