ზონის უფროსები, კოორდინატორები, მხარდამჭერები _ ოზურგეთში “ოცნების” გუნდის რღვევა გრძელდება

“ქართული ოცნების” რღვევა ოზურგეთში გრძელდება.

ირკვევა, რომ მმართველ გუნდს ზონის უფროსები, კოორდინატორები და მხარდამჭერები უკვე ტოვებენ და გახარიას გუნდში ინაცვლებენ.

ჩვენი წყაროს თქმით, ოცნება უკვე დატოვა “ოცნების” ერთ-ერთმა აქტიურმა მხარდამჭერმა და ზონის უფროსმა ირაკლი ჩხაიძემ.

მმართველ გუნდთან მუშაობაზე უარი თქვა დავით ქარჩილაძემ, (მეტსახელად “ბოცა”), რომელიც ასევე ზონის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

 

აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ “ოცნების” რაიონულ ორგანიზაციაში.

პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ბესო მელუა ამბობს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და პარტია არავის დაუტოვებია.

თუმცა, ორივე მათგანი ამ ინფორმაციას არ მალავს და როგორც ჩხაიძე, ისე ქარჩილაძე გახარიას გუნდთან ღიად მოძრაობს.

ამ თემაზე კომენტარს არც პარტია “საქართველოსთვის” წარმომადგენლები აკეთებენ.

პარტიის პრესსამსახურში “გურიის მოამბეს” უთხრეს, რომ კომენტარები მას შემდეგ გაკეთდება, რაც პარტია ოზურგეთში ოფიციალურად დაფუძნდება.

ჩვენი ინფორმაციით გახარია ოზურგეთში სტუმრობას და პარტიის ოფისის გახსნას უახლოეს დღეებში გეგმავს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share