“ნაციონალურმა მოძრაობამ”, რომელიც არჩევნებში სხვადასხვა პარტიებთან ერთად, გაერთიანებული ოპოზიციის სახელით იღებს მონაწილეობას, ლანჩხუთში მერობის კანდიდატი შეარჩია.
ჩვენი წყაროს თქმით, კანდიდატად, იურისტი და ცნობილი უფლებადამცველი ლია მუხაშავრია შეარჩიეს.
მუხაშავრია ამ ინფორმაციას ჩვენთან საუბრისას ადასტურებს და ამბობს, რომ ბრძოლისთვის მზადაა.