გაერთიანებული ოპოზიციის წევრის, “რესპუბლიკელი” თამარ კორძაიას განცხადებით, დღეს ყველა გადაწყვეტილება პოლიტიკური ზეწოლით მიიღება.
როგორც თამარ კორძაიამ გადაცემაში “დღის სტუმარი აღნიშნა, გონიერი სახელისუფლებო გუნდი დაჯერდებოდა 41%, მთლიანობაში მას ოპოზიცია მას მოუგებდა, მაგრამ იქნებოდა ძლიერი წარმომადგენლობით პარლამენტში.
“დარწმუნებული ვარ გონიერი სახელისუფლებო გუნდი დაჯერდებოდა 41%, მთლიანობაში მას ოპოზიცია მას მოუგებდა, მაგრამ იქნებოდა ძლიერი წარმომადგენლობით პარლამენტში. მაგრამ, ბიძინა ივანიშვილი ვერ კმაყოფილდება იმ რაოდენობის მონებით, რაც მას ხალხმა აჩუქა, მას მეტი მონა სჭირდება, მაგრამ საბედნიეროდ, ჩვენი მოქალაქეები ადამიანებს არ ანებებენ ნებაყოფლობით მონობასაც კი”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
მისივე თქმით, ოპოზიცია ცდილობს იურიდიული მექანიზმები გამიყენოს, წერენ საჩივრებს ყველა ტიპის დარღვევაზე, მაგრამ ცესკო-ს, გახარიასაც და ივანიშვილსაც უნდა ესმოდეს, რომ არ დაიღლებიან.
შეგახსენებთ: ოპოზიციის წარმომადგენლებმა 3 ნოემბერს ერთიან განცხადებას მოაწერეს ხელი სადაც აღნიშნულია, რომ ისინი პარლამენტის მანდატებზე უარს ამბობენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
ამასთან, ოპოზიცია 8 ნოემბერს საპროტესტო აქციას გეგმავს და მხარდამჭერებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.