ირაკლი კობახიძე:
“გუნდის შიგნით გიორგი გახარიას ზედმეტსახელი იყო “ბოლი” – ადამიანი, რომელიც ბევრს საუბრობს, მაგრამ საქმეს ნაკლებს აკეთებს.
სამწუხაროდ, მას ტყუილები ახასიათებდა და ხშირად ვაწყდებოდით ამ პრობლემას, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, არჩევნების შემდეგ. ასეთი ბაქი-ბუქი მას ახასიათებს და ესეც არის ამის გამოხატულება.
მეორე ტური კი თბილისში არ იქნება, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ. ნებისმიერი ბაქი-ბუქი მეორე ტურთან დაკავშირებით, საფუძველსმოკლებულია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.