აი როგორ უნდა დაისვენო, – ავსტრალიელი მასწავლებელი, შანე ბრუკი, რომელიც 31 ივლისს, მთაწმინდაზე გარდაცვლილი იპოვეს, საქართველოში დაახლოებით 2 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.
მთელი დღის განმავლობაში, მისი მეგობრები ყვებოდნენ, რომ მას ლაშქრობები და მოგზაურობა ძალიან უყვარდა და სალაშქროდაც ხშირადაც დადიოდა. ამას ადასტურებს მისი Facebook და Instagram-გვერდებიც. ჯერ კიდევ 2020 წლის 6 სექტემბერს მან საქართველოსთან დაკავშირებით არაერთი ფოტო გამოაქვეყნა და ქვეყანას ასეთი პოსტიც მიუძღვნა:
ლაშქრობები + ჩანჩქერები + პლაჟები + მოტოციკლები + მიტოვებული სანატორიუმები + ჟანგიანი საბჭოთა აკვადუკი + საუკეთესო მეგობრები + სრულყოფილი მარტოობა + ხეზე ასვლა + ექსპრომტი თავგადასავლები + ბევრი გასართობი და სასაცილო ისტორიები შუალედში … აი როგორ უნდა დაისვენო … მადლობა მარკს და ლინას იმისთვის, რომ კარგი დრო კიდევ უფრო გრანდიოზული გახადეს, – წერდა ბრუკი 2020 წლის 6 სექტემბერს.
2020 წლის 12 სექტემბერს ფოტო/ვიდეოებს აქვეყნებდა ბორჯომიდანაც:
შანე ბრუკიმ საქართველოში მოგზაურობის ამსახველი არაერთი ფოტო გამოაქვეყნა Instagram-ზეც. როგორც მისი პოსტებიდან ჩანს, მას მთელ ქვეყანაში უმოგზაურია: