გიორგი მელია ოქროს მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა

97 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველი მუსა ევლოევთან დამარცხდა.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა გიორგი მელიამ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, მერვედფინალით დაასრულა ძირითად ბადეში გამოსვლა.

97 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველი შეჯიბრებაზე პირველ ნომრად განთესილ მუსა ევლოევთან დამარცხდა.

თუკი რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გუნდის წევრი ფინალში გავა, გიორგი მელია რეპეშაჟში გადაერთვება და ხვალ, ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს ბრძოლას. დღეს კი, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ტოკიო-2020-ზე პირველ მედალს მოიპოვებს.

მძიმეწონოსანი იაკობ ქაჯაია საჩემპიონო ბრძოლაში კუბელ მიხაინ ლოპეს ნუნესს დაუპირისპირდება. ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share