…
„ფაიზერმა“ და „მოდერნამ“ ევროკავშირს ვაქცინები გაუძვირეს. ამის შესახებ გამოცემა „ფაინანშალ თაიმსი“ იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინის ფასი ევროკავშირის ქვეყნებისთვის 26%-ით, „მოდერნას“ ვაქცინის ფასი კი 13%-ით გაძვირდა. კვირის დასაწყისში „ფაიზერის“ ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ კომპანიამ მილარდზე მეტი დოზა ვაქცინა გაყიდა.
მხოლოდ წლის პირველ ნახევარში კომპანიამ კოვიდვაქცინის გაყიდვისგან 11 მილიარდ 300 მილიონი დოლარი მიიღო.