“წელიწადნახევარია წყალი არ გვაქვს, ერთ ჭიქას კი მოგიტანთ დასალევად” – ასე გვითხრა სოფელ ბახვში მცხოვრებმა ქალბატონმა იქ ასულ გადამღებ ჯგუფს.
ადგილობრივებს უკვე მეორე წელია სხვა პრობლემებთან ერთად, ნომერ პირველი და უმთავრესი-უწყლობისა და გასათხრელი გზების პრობლემაც დაემატათ:
-“თუ არ აკეთებდნენ, ძველი მილები რას ამოყარეს? რამდენი ხანია ასე ყრია ეს მილები, გადათხრილია ყველაფერი. ცალკე უწყლობა გვაწუხებს და აქეთ მტვერი. არჩევნებს ელოდებიან ალბათ. სექტემბრის ბოლოს დავიწყებთო და ვნახოთ” – გვიყვება ადგილობრივი ქალბატონი.
-,,ჩვენი ამბის მომკითხავი არავინ არ არის. თითქოს იწყებენ რაღაცების კეთებას, მაგრამ საბოლოოდ არაფერი გვაქვს. ღვთის წყალობას ველოდებით, იქნებ მაგან მაინც გვიშველოს. გზის პრობლემა იმდენად მკვეთრი არ არის, წყალი გვინდა ზაფხულში ბანაობა მაინც რომ შევძლოთ” – გვიყვებიან ადგილობრივები.
გარდა ამისა, ადგილობრივებს აწუხებთ ის, რომ სოფელში ტრანსპორტი კვირაში, მხოლოდ ორჯერ დადის, რაც გადაადგილების კუთხით მათ სერიოზულ დისკომფორტს უქმნით:
-“სამშაბათს და ხუთშაბათს დადის მხოლოდ ტრანსპორტი. ზოგჯერ ზედა ბახვში არც კი ამოდიან. ძირითადად დამოკიდებული ვართ ვინმე ღვთისნიერი თუ გამოივლის გზაზე და გაგვიყოლებს”.