ზეთი – 48%-ით, ბოსტნეული – 35.4%-ით; შაქარი – 18.15%-ით გაძვირდა – ივლისში წლიური ინფლაცია 11.9% იყო

ფასები რეკორდულად გაიზარდა. 2021 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 1,3%, ხოლო წლიურმა ინფლაციამ 11,9% შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, წლიურ ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის, ტრანსპორტისა და საცხოვრებელთან დაკავშირებულ ხარჯებზე ფასების ზრდამ მოახდინა.

ფასები გაზრდილია ჯანდაცვის სექტორშიც, სასტუმროებისა და რესტორნების მომსახურების სფეროშიც და ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზეც.

შეგახსენებთ, რომ ივნისში წლიური ინფლაციის დონე 9,9% იყო, მაისში — 7,7%, ხოლო აპრილსა და მარტში — 7,2%.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share