ხელისუფლებამ, რომელიც მიზანმიმართული იზოლაციის გზას დაადგა, შესაძლოა ქვეყანას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. კიდევ ერთი მკაცრი გაფრთხილების ავტორი ევროკავშირია, რომელიც დღის წესრიგში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხის დაყენებას არ გამორიცხავს.
ევროკომისიის სპეციალურ ანგარშში ნათქვამია, რომ საქართველომ უნდა დაასრულოს უზენაესი სასამართლოს რეფორმა და მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა სრულად შეუსაბამოს ევროპულ სტანდარტებს. დოკუმენტში ასევე ხაზგასმით არის ნათქვამი კორუფციის მაღალი დონისა და პროკურატურის რეფომირების აუცილებლობაზე.
ევროკომისიის ანგარიის პარალელურად განცხადებას აკეთებს რუსეთის დიპლომატიური უწყება, რომელიც მზადყოფნას გამოთქვამს, დაალაგოს საქართველოსთან ურთიერთობები