თურქეთში ხანძრის ორი კერის განზრახ გაჩენის ბრალდებით, 6 პირი დააკავეს

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ცნობილი ხდება, რომ დაკავებულთაგან სამმა, 2 აგვისტოს, მილასის რაიონში ფეთქებადი ნივთიერებით სავსე ბოთლები ისროლა და გაქცევა სცადა, თუმცა პოლიციამ მათი დაკავება შეძლო.

მეორე ინციდენტის დროს კი, 3 აგვისტოს, 3 პირი დაკითხვის შემდეგ, ასევე ცეცხლის განზრახ გაჩენის გამო, სასამართლოს გადაწყვეტილებით დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მათ ცეცხლი ბოდრუმის რაიონის ტყეში გააჩინეს.

სამართალდამცველები მათ მანქანიდან სიგარეტის გადაგდებას ედავებიან და ამბობენ, რომ ცეცხლი სწორედ ამის გამო გაჩნდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share