Forbes-ის მილიარდერების სიაში, ქართველმა ბიზნესმენმა, მიხეილ ლომთაძემ ბიძინა ივანიშვილს გადაუსწრო.
მონაცემების თანახმად, ლომთაძის ქონება 5.1 მილიარდ დოლარს შეადგენს და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 596-ე ადგილზეა, ივანიშვილი კი 4.8 მილიარდი დოლარით, სიაში 632-ე ადგილს იკავებს.
ლომთაძე ყაზახური საფინანსო ტექნოლოგიური კომპანიის, Kaspi-ს მმართველი საბჭოს ხელმძღვანელი და კომპანია Kaspi Bank-ის ერთ-ერთი მფლობელია, კომპანიას ყოველთვიურად 7 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.