გურიის რეგიონში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა

508 ახალი ინფიცირებულიდან ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ აჭარაში ფიქსირდება. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, აჭარაში ინფიცირების მაჩვენებლი ოდნავ შემცირდა, თუმცა რეგიონი ისევ წითელ ზონად რცება. ენდელაძის თქმით, შემთხვევები იმატებს – დედაქალაქში.

  • აჭარა – 259 შემთხვევა
  • თბილისი – 111 შემთხვევა
  • იმერეთი – 91 შემთხვევა
  • სამეგრელო – ზემო სვეანეთი- 25 შემთხვევა
  • გურია – 8 შემთხვევა
  • ქვემო ქართლი და მცხეთა მთიანეთი 5-5 შემთხვევა
  • შიდა ქართლი და კახეთი 2 -2 შემთხვევა

რაც შეეხება გარდაცვლილებს, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ორი გარდაცვლილი არის აჭარიდან, 65 წლის ქალი და 70 წლის კაცი, რომლებსაც თანმხლები დაავადებები ჰქონდათ და მძიმე მდგომარეობაში იყვნენ.

ერთი გარდაცვლილი – 88 წლის პაციენტი თერჯოლიდანაა, ხოლო ერთც – 83 წლის პაციენტი თბილისიდან.

მარინა ენდელაძის თქმით, ამჟამად 58 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share