“ქართული ოცნების” ოზურგეთის ოფისში ფულის დარიგების ფაქტის მედიის მიერ დაფიქსირებამ ის რეალობა, რომელიც ქვეყანაშია კიდევ ერთხელ კარგად დაგვანახა დაგვანახა ისიც, რომ მმართველი გუნდი ფონს გასვლას ძველი მეთოდებით ცდილობს.
ოზურგეთის მერობის კანდიდატის, ავთანდილ თალაკვაძის ძმის, არჩილ თალაკვაძის მცდელობა, “გაეპრავებინა” ოფისში ხელზე ფულის გადაცემის ფაქტი და ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედიით ეცადა დაემტკიცებინა, რომ ფული სასმელ-საჭმელის საყიდლად გაიცა, ჟურნალისტებმა, როგორც იტყვიან, წყალში ჩაუყარეს.
უფრო კონკრეტულად კი, ტვ პირველმა დღეს ექსპერიმენტი ჩაატარა – დაადგინა რომ ქალბატონი, რომელსაც თანხა გადასცეს, სოფელ დვაბზუს კანდიდატის, მარიკა ჩხიკვიშვილის კოორდინატორი აზა ჭელიძეა. იდენტიფიცირების შემდეგ, ქალბატონ აზას ჟურნალისტი გაეცნო, როგორც “ქართული ოცნების” ცენტრალური შტაბის თანამშრომელი და ოზურგეთის ოფისში მომხდარზე დეტალები გამოკითხა.
საუბრისას ქალბატონი აზა “ოცნების” “ცენტრალური ოფისის წარმომადგენელს” უზუსტებს, რომ ვერსიების არევა, დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძის ბრალია, რადგან პირველად სწორედ მან თქვა, რომ თანხა წყლის საყიდლად იყო.
აზა ჭელიძე დავით დარჩიასაც ადანაშაულებს და “ცენტრალური ოფისის წარმომადგენელს” ეუბნება, რომ შტაბის უფროსს სხვა ვერსია არ უნდა მოეყოლა. უფრო მეტიც, ჭელიძე საუბრისას ადასტურებს, რომ თანხა, რომელიც ქართული ოცნების ოფისში ხელზე გადასცეს, დასარიგებელი ფული იყო.
“როგორ დაინახეს რამდენი იყო, ხელში ჩავკუჭე” – ამბობს აზა ჭელიძე და აღნიშნავს, რომ 100 ლარად ვერავის მოსყიდვას ვერ შეძლებს.
ერთი სიტყვით, ქალბატონმა აზამ, რომელიც გუშინ კამერის წინ დეპუტატის ვერსიას ამყარებდა, რომ ფული წყლის საყიდლად მისცეს, არჩილ თალაკვაძეს და მის გუნდს მთელი შრომა წყალში ჩაუყარა და დაადასტურა, რომ თანხა არა რაიმეს საყიდლად, არა ხელფასად, არამედ სოფელში საჭიროებისამებრ დასარიგებლად აიღო.
______