ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ 2021 წლის არჩევნებზე ქართული ოცნების წარმომადგენლები – ცესკოს კომისიის წევრები, ასევე, კანდიდატები და სხვა ადამიანები მაქსიმალურად იქნებიან აცრილები.
მდინარაძის თქმით, პარტია ამის ვალდებულებას იღებს.
“ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ ჩვენი წარმომადგენლები ცენტრალურ, საოლქო თუ საუბნო საარჩევნო კომისიებში, პარტიის სახელით არჩევნებში ჩართული ადამიანები მაქსიმალურად იქნებიან აცრილები და განუხრელად დაიცავენ კოვიდ რეგულაციებს”. – თქვა მდინარაძემ.
მისივე თქმით, მოქალაქეებს ქართული ოცნების საარჩევნო შტაბებში აცრაზე რეგისტრაციაში დაეხმარებიან.