ოზურგეთის N60-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის იურისტს, კორონავირუსი დაუდასტურდა.
ეს ინფორმაცია “გურიის მოამბეს” საოლქო საარჩევნო კომისიის წევრმა მზია წერეთელმა დაუდასტურა.
“ერთი წევრი უკვე გვყავდა ინფიცირებული, დღეს დაგვემატა მეორე, კომისიის იურისტი . ყველა თანამშრომელი, გარდა კომისიის თავჯდომარის და მდივანისა თვითიზოლაციაში არიან, მათ კი ეპიდემიოლოგები აკვირდებიან და თუ სიმპტომები დაეწყებათ, ტესტირებას ჩაუტარებენ.”-განაცხადა წერეთელმა.