კრიტიკული გამონათქვამების გამო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თანამშრომელს შრომითი ურთიერთობა შეუწყვიტა

ჟურნალისტ ირაკლი ავსანძეს კრიტიკული გამონათქვამების გამო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა  შრომითი ურთიერთობაქ შეუწყვიტა.
ამის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელში ტავად ჟურნალისტი ავრცელებს:
“ამ არმაგედონში რა დროს ესაა, მაგრამ, წეღან საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შემატყობინა, რომ ჩემთან შრომით ურთიერთობას წყვეტს” წერს აბსანძე და მიმართვასაც ავრცელებს:
“მეგობრებო, დიდი მადლობა სოლიდარობისთვის, მაგრამ, გთხოვთ, ამ გადაწყვეტილების გამო ბრაზი ზოგადად მაუწყებელზე არ განავრცოთ.
პრობლემა ისაა, რომ არხის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ზოლს ხელმძღვანელობენ პოლიტიკურად და, ხშირად, ემპირიულად უცოდინარი ადამიანები.
ვოჩდოგებს აქამდე რომ მოგეკითხათ – ვინ და როგორ აკეთებს, მაგალითად “მოამბეს”, აქამდე არ მოვიდოდით.
ისიც ცხადი იქნებოდა, რომ ქვეყნის მთავარი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახური არაფორმალურად იმართებოდა ვინმე ეკა შონიას გამტარობით, რომელსაც დამოუკიდებლად ფეისბუქსტატუსიც დაწერაც კი უჭირს, პუნქტუაცია-სინტაქსის გათვალისწინებით.
გენერალურ დირექტორს რომ ნულოვანი პოლიტიკური ცოდნა აქვს და “კონსტრუქციულ ახალ ამბებს” ლობირებს ამ სისტემურად ჩამოქცეულ ქვეყანაში, ეგ ცალკე ამბავია.
ქაქს (რომელსაც, სხვათაშორის, ცოტა ხნის წინ “მოამბის” უსტაბაში ირგვლივ მიმოისროდა), ბრჭყვიალა ქაღალდში ვერ გადაახვევ.
ერთხელაც გთხოვთ, ჩემი სამსახურიდან გაშვების გამო გამოწვეული კრიტიკა ყველაზე არ განაზოგადოთ. ამ გადაწყვეტილებას სულ რამდენიმე ავტორი ყავს. შესაძლოა, სულაც, ერთი”-
ირაკლი აბსანძემ სოციალურ ქსელში შსს მას შემდეგ გააკრიტიკა რაც ამ უკანასკნელმა 5 ივლისს შავრაზმელების მიერ  ნაცემი ჟურნალისტის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზებზე საუბრისას სიკვდილის მიზეზად ზედოზირება გამოაცხადა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share