საპროტესტო აქცია ოზურგეთში-ვისია დვაბზუს საკონსერვო ქარხანა?!

საპროტესტო აქცია გაიმართა ოზურგეთში, ყოფილი საკონსერვო ქარხნის ტერიტორიაზე.
აღნიშნული კომპანიის მეწილეები ამბობენ, რომ შპს ,,იზაბელა 2″-ის შესყიდვიდად 25 წელი გავიდა, წილების გადანაწილება ამ დრომდე არ დასრულებულა და არც დივიდენდები მიუღიათ.
ისინი შპს ,,იზაბელა 2″-ის დირექტორს კომპანიის გაყიდვას, მათი კუთვნილი წილის მიღებას ან შესაბამის ანაზღაურებას სთხოვენ.
წინააღმდეგ შემთხვევაში საპოტესტო აქციების მოწყობას გეგმავენ. ,,ამ ადამიანების მოთხოვნები არის ლეგიტიმური. ისინი მრავალი წელია ითხოვენ სამართლის დადგენას. ჩვენ მივმართეთ სასამართლოს და იმედია, სიმართლე მალე დადგინდება.”- განაცხადა ადვოკატმა გოჩა ძიმისტარიშვილი.
კომპანიის ხელმძღვანელს ენვერ ორაგველიძეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share