საქართველოს ნაკრების 25 წლის მცველი გურამ გიორბელიძე დრეზდენის დინამოში ითამაშებს. ჩვენებური ავსტრიული ვოლფსბურგის საკუთრებაა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ მისი მეორე ბუნდესლიგის კლუბში განათხოვრება გადაწყვიტა.
„მიხარია, რომ საკუთარი შესაძლებლობები ისეთ ძლიერ და მომხიბვლელ კლუბში გამოვცადო, როგორიც დრეზდენის დინამოა. მსურს, ნდობა მოედანზე გავამართლო“, – განაცხადა გიორბელიძემ.
დრეზდენელები მეორე ბუნდესლიგაში ორი ტურის შემდეგ, 4 ქულით, მესამე ადგილზე არიან.
cnews.ge