“ცოტა ნამუსიანად მაინც არ უნდა მოიტყუოს? ბატონო პრემიერო არ მოგბეზრდათ?” – მალხაზ მაჩალიკაშვილი

მალხაზ მაჩალიკაშვილი:

“ეს ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერი – მართლა გაოცებული ვარ ამ კაცით, როგორ უნდა შეძლო ამდენი უსაფუძვლო ტყუილის თქმა – სასტუმროები გაჭედილი ტურისტებით, გამყარებული ლარი.

გეგონება 165-ზეა დოლარი, გაძვირებული ათმაგათ ცხოვრება ამისი პრემიერობის მერე სასაკლაოდ ქცეული თბილისი, დაინფიცირებული მთელი ქვეყანა, ცხედრებით გადატანილი საავადმყოფოები, შავი ჭირივით მოდებული კოვიდი, უმართავი სიტუაცია მთელი ქვეყანა პანიკაში როცა ამ ყველაფერს მთელი ქვეყნის მოსახლეობა თავისი თვალებით ხედავს და ამის მიუხედავად გამოდის და საუბრობდეს ამხელა ჩაცმული ტყუილებით ეს ხომ მართლა ყველა ჩარჩოს ცდება.
ცოტა ნამუსიანად მაინც არ უნდა მოიტყუოს? ქვეყანა პანიკაშია, მაგარი მძიმე სიტუაცია არის. და ეს ისევ იმ 9 წელზე საუბრობ – ბატონო პრემიერო არ მოგბეზრდათ.”
alia.ge
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share