“რაც მე გავაკეთე იმას პუტინი ვერასოდეს შეძლებს”

2008 წლის ომი რუსეთმა დაიწყო და ამისთვის დიდხანს ემზადებოდა”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია “დოჟდის” ეთერში ისაუბრა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით კრემლის მიზანი მეზობელი ქვეყნების დასუსტება და მათი დამორჩილებაა, ამისთვის კი ის გეგმებს წლების განმავლობაში აწყობს.

“რაც მე გავაკეთე, იმას პუტინი ვერასოდეს შეძლებს, ამის გამო მას შური და ბრაზი ამოძრავებს. ნებისმიერი მთავრობა რომელიც საქართველოში წარმატებული იქნება, რომელიც ჩემს კურსს და იდეებს გააგრძელებს, რუსეთში აგრესიას გამოიწვევს. როგორც კი განვითარების გზას დავუბრუნდებით რუსეთს თავდასხმების შესაძლებლობას მოვუსპობთ და მათ ამასთან შეგუება მოუწევთ”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share