აგვისტოს პირველ 4 დღეში ქართულმა ოცნებამ 1,4 მილიონი ლარის შემოწირულობა მიიღო

აგვისტოს პირველ ოთხ დღეში ქართულმა ოცნებამ 1 404 370 ლარის შემოწირულობა მიიღო. ინფორმაცია აუდიტის სამსახურის პოლიტიკური მონიტორინგის ანგარიშშია ასახული.

რაც შეეხება 4 აგვისტოს შემდეგ გაკეთებულ შეწირულობებს, ვებგვერდზე მონაცემები არ არის ასახული.

მაქსიმალური თანხა – 60 000 ლარი მმართველ პარტიას 9 ფიზიკურმა პირმა შესწირა: დევი დუნდუამ, გიორგი ცუცქირიძემ, სულიკო ჭყონიამ, ირაკლი ვეკუამ, რამაზ გუჯაბიძემ, ლევან ქურაძემ, ბესარიონ ბაჯელიძემ, თემურ მამულაძემ, ლევან მჟავანაძემ.

ვებგვერდის თანახმად, ნაციონალურ მოძრაობას პირველ აგვისტოს 6 080 ლარი შესწირეს.

ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პარტიამ 1-4 აგვისტოს 6 290 ლარის შემოწირულობა მიიღო.

აგვისტოში 35 ათასი ლარის შემოწირულობა მიიღო ევროპულმა საქართველომ. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share