ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი 3 120 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 2 358 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 33 პაციენტი გარდაიცვალა.
ამის შესახებ მონაცემები Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსით ინფიცირებულია – 69 681
- გამოჯანმრთელებულია – 52 169
- გარდაცვლილია – 599
- კარანტინის რეჟიმში რჩება – 2 506
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3 311
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 918
- მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 52 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 36 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 1,2 მილიონზე მეტი.