ახალი მავთულხლართები-ოკუპაცია გრძელდება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელო ბერშუეთში ახალი მავთულხლართები გაჩნდა. ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერი, დავით ქაცარავა ამბობს, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში ოკუპანტებმა ამ სოფელში 500 მეტრის სიგრძეზე ახალი მავთულხლართები გააბეს.

მოსახლეობა ამბობს, რომ მათი სოფლის გარშემო ოკუპანტები 24-საათიან რეჟიმში პატრულირებენ. ადგილობრივების თქმით, “ნიშნულების გარდა, რამდენჯერმე დააკავეს და წაიყვანეს ხალხი იმ ნიშნულებს აქეთ, 200 მეტრით”.

“რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ გადავამოწმეთ ერთ-ერთი მონაკვეთი, სადაც აღმოვაჩინეთ გავლებული მავთულხლართები. შეიძლება ითქვას, რომ 13 ივნისის შემდეგ დღემდე, ამ შუალედში, რუსმა ოკუპანტებმა რამდენიმე ასეული მეტრი დაამატეს საოკუპაციო ღობე. რუსი ოკუპანტები არ ჩერდებიან, მუშაობენ მთელ პერიმეტრზე და ჩვენ ვერაფერ ლოგიკურ და ვერაფერ ადეკვატურ მოქმედებას ხელისუფლების მხრიდან, სამწუხაროდ, ვერ ველოდებით”,- ამბობს დავით ქაცარავა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში ოკუპანტებს მავთლუხლართები არ გაუბიათ,

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share