ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 9 თვის ბავშვს დაუდასტურდა. ინფიცირების წყარო უცნობია, ოჯახის წევრებს და ახლობლებს ვირუსი არ ქონიათ.
ეს ინფორმაცია „გურიის მოამბეს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა დაუდასტურა.
„ 9 თვის ბავშვი გვყავს ინფიცირებული, დღეს მივიღეთ პასუხები.წყარო უცნობია ინფიცირების, რადგან ოჯახისწევრებს ვირუსი არავის ქონია, არც ახლობლებს. დღეს დავიწყებთ კონტაქტების მოკვლევას და მივიღებთ ყველა საჭირო ზომას.“- განაცხადა მენაღარიშვილმა.
შეგახსენებთ, ლანჩხუთში ბოლო მონაცემებით 363 კოვიდინფიცირებულია, 24 საათში კი 17 შემთხვევა დადასტურდა. ინტენსიურ მკურნალობის კურსს 103 პაციენტი გადის, ხოლო გამოჯანმრთელდა 200-ზე მეტი.