ქუცნაშვილი სასამართლოს ზვიადაურის საპატიმროდ საკუთარ სახლს სთავაზობს

დარწმუნებული ვარ, ის მკვლელი არ არის და ტყუილად ზის განსასჯელის სკამზე”, – ამის შესახებ თელავის რაიონულ სასამართლოში ზურაბ ზვიადაურის ერთ-ერთმა თავდებმა ზაქარია ქუცნაშვილმა თქვა.

ამბობს, რომ ის ბრალდების მხარის დოკუმენტებს გაეცნო და “ის კრიტიკას ვერ უძლებს”. მისივე თქმით, ბრალი შურისძიების მოტივს აცდენილია. ქუცნაშვილის თქმითვე, ის სასამართლო პროცესზე “შეგნებით მივიდა და არა მეგობრობით”.

ზურა იქ რომ არ ყოფილიყო, ბევრი ადამინი მოკვდებოდა.. ვიცი რომ შეეძინება მალე ანგელოზი და თუ დამიძახებს, ვიქნები მისი ნათლია. ზურა შემთხვევის დღეს ჩვენ მივიყვანეთ განყოფილებაში, – ამბობს ზაქარია ქუცნაშვილი.

ასევე, ზაქარია ქუცნაშვილი სასამართლოს სთავაზობს, ზურაბ ზვიადაური დააპატიმროს არა ციხეში, არამედ მის საკუთარ სახლში:

ჩემს სახლში მივიყვან, თუ საჭიროა მე ვიცხოვრებ პირველს სართულზე და თუ გავალ, ჩავკეტავ და თუ მივალ, გავიღებ. სახელმწიფო არ დახარჯავს ფულს. სისტემას არ დააწვება ახალი პატიმრის ბადრაგირების, სამედიცინო მოვლის, საკვების ხარჯი. ნამყოფია ჩემს სახლში ბევრჯერ. თუ რამეს დააშავებს, მე ვიქნები პასუხისმგებელი. ამაზე მკაცრი უზრუნველყოფის ზომა არ არსებობს. რასაც პროკურატურა ითხოვს, იმასვე ვითხოვ მე, ოღონდ ჩემს სახლში იყოს დაპატიმრებული, – ამბობს ქუცნაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share