საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებს, გონიოს ყოფილი პოლიგონის შესახებ, სადაც ღარიბაშვილი ამბობს: “ჩემი დავალებით, მთავრობა მუშაობს, რომ გონიოს ყოფილი პოლიგონის ადგილზე შეიქმნას სპეციალური ეკონომიკური ზონა. გონიოში უნდა აშენდეს ახალი ქალაქი – ფინანსური ცენტრი”,-ეხმაურება და “ფეისბუქ”გვერდზე წერს:
“რა იაფასიანი, მატყუარების კლასი ჩამოაყალიბა ივანიშვილმა და უტიფრობის მასტერკლასებს გვიტარებს.
რეჟიმი ისე გაიხრწნა, უკვე ყარს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით – ეს ნაგავი არის დროზე გასატანი!
Irakli Garibashvili სხვისი იდეების და პროექტების მითვისება, თან ისე თავხედურად, როგორც თქვენ აკეთებთ, ჯიბგირობაა. თუმცა მეტი არც მოგეთხოვებათ.
გონიოს პოლოგონზე ახალი ფინანსური ცენტრისა და ქალაქის იდეას პროექტის სახე მიეცა 2010 – 2012 წლებში. ეს იყო მიშა სააკაშვილის და ლევან ვარშალომიძის პროექტი. მაშინდელი გეგმით მშენებლობა 2016 წელს უნდა დასრულებულიყო, საქმის დასაწყებად ბიუჯეტში დაგრჩათ 40 მილიონი. ეს ფული შეჭამეთ, დიდი პროექტი მიშას და ლევანის ჯიბრზე ჩაშალეთ, ახლა კი მათ იდეებს და პროექტს იპარავთ საარჩევნო პრ – ისთვის.
ასეთი სამარცხვინოები ხართ ქოცები. აქ ხიდი არ ააშენეთ, ამერიკული ყარყატის გადაფრენას შეუშლის ხელსო.
შარშან, არჩევნების წინაც ისაუბრა ლევან ვარშალომიძემ გონიოს პოლიგონის პროექტზე”–წერს მიხეილ სააკაშვილი.
“გონიოს პოლიგონზე ახალი ქალაქის პროექტი ქოცებმა მიშას ჯიბრით ჩაშალეს, ახლა კი კიდეა მოიპარეს”-ამბობს ლევან ვაშალომიძე.