აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს დავით მაღრაძეს და ბათუმის პოლიციის დეპატრამენტის უფროსს გიორგი მღალდაძეს კორონავირუსი დაუდასტურდათ.
ორივე მათგანი მკურნალობის კურსს კოვიდ სასტუმროში გადიან. კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა აჭარის პოლიციის დეპატრამენტის ხელმძღვანელს კოტე ანანიაშვილს და მის პირველ მოადგილეს ირაკლი ჭედიშვილს.
“გურიის მოამბის” ინფორმაციით, ამ დროისთვის, აჭარაში 60_მდე პოლიციელია კორონავირუსით ინფიცირებული.