ბოლო 24 საათში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის 100 შემთხვევა დადასტურდა.
ეს ინფორმაცია “გურიის მოამბეს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მაია ქუტიძემ მოგვაწოდა.
“ბოლო 24 საათში 100 შემთხვევა გვაქვს უკვე დადასტურებული, ძალიან მოდებულია, უსიმპტომოები ვინ იცის უკვე რამდენია. გვაქვს ყველანაირი შემთხვევა, თვითიზოლაციის, კონტაქტების, ცალკეული. ძნელია უკვე ამის გაკონტროლება.”- გვითხრა ქუტიძემ
მსგავსი სტატიები
- 37
ოზურგეთში, დაბა ლაითურის სკოლის სამ მოსწავლეს ვირუსი დაუდასტურდათ, ისინი კლასელები არიან. კორონავირუსი დაუდასტურდა ინფიცირებული ბავშვის დედასაც. ეს იმ არასრულწლოვნის კლასელები არიან, რომელსაც გუშინ დაუდასტურდა ვირუსი. ეს ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია ქუტიძემ მიაწოდა. „ბოლო მონაცემებით გვაქვს ინფიცირების 7 შემთხვევა, სამი არასრულწლოვანი არის ლაითურიდან და ისინი კლასელები არიან,…
- 35
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დაბა ნატანებში, სუფსის მუსიკალური სკოლის 6 პედაგოგს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია „გურიის მოამბეს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა მიაწოდა. „ ინფიცირებული გვყავს სუფსის მუსიკალური სკოლის 6 პედაგოგი. თავდაპირველად ვირუსი ერთ-ერთ მათგანს გაუდასტურდა და როგორც ჩანს, მისგან მოხდა სხვა თანამშრომლების ინფიცირება. აღნიშნული ეპიდსიტუაციის გამო, სკოლამ ფუნქციონირება…
- 35
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი ორ არასრულწლოვანს დაუდასტურდა. რვა თვის და ერთი წლის ბავშვები დაინფიცირდნენ. ეს ინფორმაცია „გურიის მოამბეს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა დაუდასტურა. „ორი არასრულწლოვანი გვყავს ინფიცირებული. რვა თვის და ერთი წლის ბავშვები. ორივე მათგანის შემთხვევაში ინფიცირების წყარო უცნობია.“-გვითხრა მენაღარიშვილმა. გურიის რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 60 შემთხვევა დადასტურდა.
- 35
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს მაია ქუტიძეს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ეს ინფორმაცია "გურიის მოამბეს" თავად ინფიცირებულმა დაუდასტურა. "ვიცავდი თავს, მაგრამ როგორც ჩანს რაღაც გამომეპარა, მოგეხსენებათ როგორი სამსახური მაქვს. იმდენ ინფიცირებულ ადამიანთან მქონდა შეხება. ორი დღეის წინ მქონდა სიცხე, დღეს აღარ მაქვს, მაგრამ ძალიან სუსტად ვარ, სახსრების ტკივილიც მაქვს და ახლა გადავდივარ…