ქვეყანაში ამ დროისთვის ჯამში 938 705 აცრა ჩატარდა, სრულად ვაქცინირებულია 276 917 ადამიანი

21 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში 938 705 აცრა ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა განთავსებული. ბოლო 24 საათში 28 555 პირი აიცრა.

21 აგვისტოს მონაცემებით, სულ ჩატარებულია 938 705 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 661 788 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 23.2%. სრულად ვაქცინირებულია 276 917 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 9.7%.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტს დაიწყო. ამ დროისთვის ქვეყანაში აცრა მიმდინარეობს ვაქცინებით: „ფაიზერი”, “ასტრაზენეკა”, “სინოფარმი”, “სინოვაკი”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share