ქვეყანაში სოციალურად დაუცველების რაოდენობა 1 წელში 17,1 %-ით გაიზარდა

საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი უკვე რამდენიმე თვეა იზრდება. ერთ წელში საარსებო  შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 17,1 %-ით გაიზარდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2020 წლის სექტემბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა წინა წლებთან შედარებით 73 650 ადამიანით მეტია.

გაძვირებული ფასებისა და შემცირებული შემოსავლების გამო მოსახლეობა ვეღარ შეძლებს ვერც ხორცის და ვერც რძის პროდუქტების ყიდვას.

ეკონომიკურ კრიზისს  მოსახლეობა საკუთარ ჯიბეზე ყოველდღიურად უფრო მეტად გრძნობს, დღითი დღე ღარიბდება. გაჭირვების მიზეზად კი ეკონომისტები  ქართული ოცნების  ეკონომიკური პოლიტიკის არ არსებობას ასახელებენ

საბოლოოდ კი, პანდემიის გამოც და მის გარეშეც, ქვეყანაში სიღარიბის  მაჩვენებელი დღითიდღე იზრდება. სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობის მატებაც ამის ნიშანია. 17% შემწეობის იმედზეა, რაც ნიშნავს, რომ მათ ოჯახებს არც ერთი თეთრი შემოსავალი არ გააჩნია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share