ტოკიოს პარაოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრების ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი ფინალში ოქროს მედლისთვის იბრძოლებს, ირმა ხეცურიანი კი ბრძოლას ბრინჯაოს მედლისათვის განაგრძობს.
ფინალში ნინო თიბილაშვილი ჩინელ სპორტსმენს ბიან ჟინგს თბილისის დროით 13:30 საათზე შეხვდება.
ირმა ხეცურიანი უძლიერეს ჩინელ მეტოქესთან ნახევარფინალში დამარცხდა. ბრძოლა ბრინჯაოს მედლისთვის თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება და მისი მეტოქე ჩინელი პარამოფარიკავე შაო რონგი იქნება.