,,7 წელია ამ ბაღის გაკეთებას გვპირდებიან.
სირცხვილი არ არის?
მოლოდინის რეჟიმში, წლებია ბავშვები კერძო სახლში გადაიყვანეს და ყოველი წლის ბოლოს იმას ელიან, ნორმალური პირობები მალე ექნებათ. მოსახლეობა მუდმივათ გულისტკივილს გამოვთქვამთ. ამ ბაღში თაობები გაიზარდა და თანაც, ქალაქის შუაგულშია”– გვიყვება მე-8 ბაღის ტერიტორიაზე ერთ-ერთი მაცხოვრებელი.
მე-8 ბაღის რესტავრაცია ან ახლიდან აშენება, თითქმის, 7 წელია დღის წესრიგში დგას. დაპირება დაპირებად რჩება, ხოლო საქმე, ისევ გაუკეთებელი.
ადგილობრივები გვიყვებიან იმასაც, რომ ამდენხნიანი უმოქმედობის მიზეზი, ბაღის ადგილმდებარეობაა და სამუშაოები არ იწყება იმიტომ, რომ შენობა გზასთან ახლოსაა.
,,სხვა ბაღებიც გვინახავს, სამი ფეხის ნაბიჯზე გზა რომ გადის, მაგრამ გარემონტებული”-გვეუბნება ადგილობრივი.