“ოცნებას” აქვს შანსი ძლიერად გაიმარჯვოს და მომდევნო 3 წელი ქვეყანას არჩევნები არ ექნება”

თითქმის ყოველ წელს გვაქვს არჩევნები, ყოველ წელს ხალხი დაიღალა ამ ერთი და იმავე რიტორიკით, ლანძღვით, ცილისწამებებით, რომელიც ისმის პოლიტიკოსებისგან, ხალხს სჭირდება მშვიდობა და განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა:

“ჩვენ ძლიერად მოვიგეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, მიუხედავად პროვოკაციებისა და მტკიცედ ვაგრძელებთ სვლას. ახლა ჩვენ გვაქვს შანსი და შესაძლებლობა, თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ ძლიერად, დამაჯერებლად გაიმარჯვოს და მომდევნო 3 წელი ქვეყანას არჩევნები არ ექნება. ამ 3 წელიწადში ჩვენ გავაკეთებთ ძალიან ბევრ პროგრამას და კეთილდღეობას მოვუტანთ ჩვენს მოსახლეობას, შევიტანთ განვითარებას ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share