ჯანმრთელობის გაუარესების გამო ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური სასჯელაღსულების დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანეს, როგორც მეტრონომს მისმა ადვოკატმა განუცხადა, ზვიადაურს ხერხემალზე აქვს პრობლემები.
“ზვიადაური დღეს გადაიყვანეს კლინიკაში. მას ხერხემალზე რამდენიმე ოპერაცა აქვს ჩატარებული და ამ ინციდენტის შმედეგ, თავი იჩინა ამ ყველაფერმა. ზვაიდაურს ჩაუტარდა მაგნიტო-რეზონანსული კვლევა, დაბრუნდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და კვლევების შემდეგ გახდება ცნობილი
მოხდება თუ არა მისი ჰოსპიტალიზაცია”,- ამბობს ზვიადაურის ადვოკატი.
შეგახსენებთ, ოლიმპიურ ჩემპიონს ზვიადაურს 27 წლის ნიკა კენჭოშვილის მკვლელობას ედავებიან.
შსს-ს ინფორმაციით, წინანდლის ტყეში მომხდარი სისხლიანი გარჩევისას, სადაც სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური, ყოფილმა სპორტსმენმა სასიკვდილოდ დაჭრა ნიკა კენჭოშვილი.