თბილისში, ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, 19 წლის ორსული მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალი კორონავირუსით იყო ინფიცირებული.
შემთხვევა ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში წუხელ მოხდა.
ახალშობილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
საქართველოში კოვიდით ინფიცირებული ორსული ქალის გარდაცვალების მე-11 შემთხვევა დაფიქსირდა.