ირაკლი ღარიბაშვილი დღევანდელ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას ოპონენტებს აბრალებს. პრემიერმა ხობის მერობის კანდიდატის დავით ბუკიას წარდგენისას 90-იანი წლები გაიხსენა და ტრადიციულად წინა ხელისუფლება ლანძღა:
“ხშირად გვახსენებენ ოპონენტები ცინიკურად რომ თითქოს ქართულმა ოცნებამ დაანგრია ქვეყანა. თითქოს ყველაფერი აშენებული იყო და ჩვენ მოვედით და ჩვენ დავანგრიეთ. მათი პოლიტიკური გუნდის წევრების პირდაპირი პასუხისმგებლობაა ის მძიმე წარსული, რომელიც 90-იან წლებში ჩვენმა ქვეყანამ გამოიარა და მათი უგუნური პოლიტიკის შედეგია, რომ დღეს ქვეყანა არის ძალიან მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში” – თქვა ღარიბაშვილმა.