ავღანეთში გოგოებისა და ბიჭების ერთად სწავლა აიკრძალა

თალიბანმა ავღანეთში გოგოებისა და ბიჭების ერთად სწავლა აკრძალა – ინფორმაციას საერთაშორისო მედიასაშუალება BBC აქვეყნებს.

ადგილობრივი ჟურნალისტის, ზიარ ხან იაადის ცნობით, განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გამოაცხადა, რომ ბიჭები და გოგონები უნივერსიტეტებში ერთად სწავლას ვეღარ შეძლებენ და ისინი “სწავლას ცალკეულ კლასებში ისლამური კანონის შესაბამისად გააგრძელებენ”.

გარდა ამისა, დამოუკიდებელი ჟურნალისტი ბაშირ აჰმად გვახი სოციალურ ქსელში წერს, რომ თალიბანის უმაღლესი განათლების მინისტრმა ოფიციალურად აუკრძალა მამაკაცებს ქალების სწავლება.

“თალიბებმა ოფიციალურად აკრძალეს კოლეჯში თანასწავლება. “კაცებს არ აქვთ უფლება ასწავლონ გოგოებს… ეს ფაქტობრივად ჩამოართმევს გოგოებს უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას, რადგან უნივერსიტეტებს არ აქვთ ამის საშუალება და არ არის საკმარისი ადამიანური რესურსი”,- წერს ბაშირ აჰმად გვახი Twitter-ზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share